Georgian version
Here’s the Georgian translation:
ანაზრაურებადი დასაქმების შესაძლებლობა ონლაინ თემის განვითარებაზე მომუშავე პირებისათვის სომხეთში, ეგვიპტესა და საქართველოში. განაცხადები მიიღება 15 მარტამდე.
ნადიას სურათი
ნადიას მიერ წარმოდგენილი ერთი დღის წინ
შთააგონე და წაახალისე უფრო მეტი ადამიანი, რათა საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ თანატოლებს მოცემულ პლატფორმაზე და მონაწილეობა მიიღონ Spot-ის მომავალ სემინარებში, რომელიც ჩატარდება სომხეთში, ეგვიპტესა და საქართველოში. ხანგრძლივობა: ნახევარ განაკვეთზე (20%), მოიცავს 17.03.2014-დან 17.06.2014-მდე პერიოდს. ხელფასი სულ: 1200 USD. განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 15 მარტი, 2014 წ.
სოციალური მედიის საშუალებით და შემოქმედებითი გზების მეშვეობით მეტი ადამიანის შთაგონება და წახალისება სომხეთში, ეგვიპტესა და საქართველოში, იმ მიზნით, რომ საკუთარი ისტორიები წარმოადგინონ Edgeryders-ზე. ახალი წევრების კეთილგანწყობით მიღება, შემდგომ მათი გამხნევება თავი გააცნონ საზოგადოებას და პოსტების საშუალებით უპასუხონ რამდენიმე შეკითხვას საკუთარ თავზე. Edgeryders-ის თემის მმართველებთან ერთად მუშაობა წევრების წახალისებაზე, რომელთაც პლატფორმაზე უფრო მეტი ადამიანსა და პროექტის დაკავშირება უნდა შეძლონ, სხვების მიერ დატოვილი კონტენტის ქვეშ კომენტარების გაკეთებით. რაც უფრო მეტი ვიცით ერთმანეთის სამუშაოს, ინტერესების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ, მით უფრო შედეგიანი იქნება სემინარი ყველა მონაწილისათვის.
ჩვენ ავიყვანთ ერთ პიროვნებას, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს აღნიშნული განახორციელოს მოცემულ ქვეყნებში (სომხეთი, ეგვიპტე და საქართველო, შესაბამისად). დასახელებული პოზიციები ანაზღაურებადია: მთავარი მოთხოვნაა ინგლისურის და სომხურის, არაბულის ან ქართულის მაღალ დონეზე ფლობა. ასევე აუცილებელია ანგარიშვალდებული იყოთ ორივე - თემისა და დამკვეთის წინაშე. დამათებით, უპირატესობად ჩაითვლება, ონლაინ მარკეტინგის შესაძლებლობების დემონსტრირების უნარი. განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა პარასკევი, 15 მარტი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ:
შეხვიდეთ Edgeryders-ს პლატფორმაზე (ამისთვის მხოლოდ ელ. ფოსტის
მითითებაა საჭირო)
შეუერთდეთ Spot the Future ჯგუფს
დაწეროთ თქვენს შესახებ გაცნობითი ხასიათის პოსტი და მიუთითოთ თქვენი ინტერესები ჯგუფში, რათა თემს და გუნდს წარმოდგენა შეექმნას თქვენზე. არ დაგავიწყდეთ urls-ების მითითება თქვენი სოციალური მედიის ანგარიშების პროექტებზე.
ორშაბათისთვის, 17 მარტს, 2014 წ., გუნდი, საკუთარი გამოცდილებისა და პროექტის მოთხოვნილებების შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვის შეიძლება ანდოს აღნიშნული სამუშაოს შესრულება.
Spot the Future-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://goo.gl/URkcPJ
Edgeryders: www.edgeryders.eu
work-opportunities-for-online-community-builders-in-armenia-egypt-and-1#sthash.pxXf3mmL.dpuf