Libro Werde in Georgian

Many thanks to Nino Khundadze for the translation!!

(This page also exists in Japanese , Serbo-Croatian , Bicol , Federation Standard and Italian)

შესავალი, ზოგიერთი ძირითადი ელემენტი
უბნის სახელი: Libro Werde
დემონომანია: Libro Werdeoid, Werdoid (&სხვა)

უბნის ენა გერმანულ-ლათინური წარმოშობისაა. სიტყვები ბევრი ენიდან აქვს ნასესხები, ითხოვა, რადგან გამოსადეგი იყო.

უბნის თანამედროვე სახელი Libro Werde ფაქტიურად „თავისუფალი სამყარო“-ს ნიშნავს.
მაბრამ მისი თავდაპირველი, ძველი სახელის მნიშვნელობა გაურკვეველია: il Orb Werte. განსხვავებული ინტერპრეტაციებს მოიცავს „ღირებული ორბი“, „მწვანე გლობუსი“ და „წრიული მნიშვნელობები“.

ენათმეცნიერებმა ასევე შენიშნეს ლინგვისტური დამთხვევები. ესპანურად ”libro verde” მწვანე ფურცლებს ნიშნავს. მწვანე ფურცლებს არსებულ თემებზე საუბრების წამოსაწყებად ბეჭდავდნენ. შესაბამის მხარეებს (ორგანოებს ან ინდივიდებს) კონსულტაციის პროცესში მონაწილეობის მისაღებად და წამოყენებული წინადადებების საფუძვლებზე დებატების გასამართად იწვევდნენ.


Libro Werde არის იდენტობა და საზოგადოება. ის ერთიანი ოლქის ნაცვლად თანმხვედრი თემებისგან შედგება. მას აქვს თავისი საკუთარი მიწა, მაგრამ ასევე გააჩნია დიასპორა. უამრავი Libro Werde-ელი სხვა ოლქში ცხოვრობს.

Libro Werde მოიცავს თანმხვედრ მოქმედების თემს, პრაქტიკის თემს, ინტერესების თემს, მიზნის თემს და მოთხოვნების თემს. Libro Werde-ელების უმეტესობას აერთიანებთ არა მხოლოდ არსებობის, არამედ გამოცდილების შეძენის სურვილი.

მოძრაობა, ცნობისმოყვარეობა და პროგრესი არის Libro Werde-ეს კულტურის ძირითადი მახასიათებლები. ადგილის თემიც იწყებს აღმოცენებას და ამდიდრებს ადამიანების ცხოვრებას. საამაყოა იყო Libro Werdeoid ან ”Weirdo” როგორც ხშირად ოპონენტები იძახიან ხოლმე.


Libro Werde ინკლუზიურია. თუ გრძნობ რომ მისი წევრი ხარ, ეს იმას ნიშნავს რომ მისი წევრი ხარ. არ არსებობს შემოწმება ან დაცვა კარიჭესთან, ზოგიერთ სამოქალაქო სამართალს, კომერციულ სამართალს და სისხლის სამართალს თუ არ ჩავთვლით. ასევე თავისუფალი ხარ რომ ნებისმიერ დროს დატოვო. მეენტალურადაც და ფიზიკურადაც. არანაირი განაცხადის გაკეთება არ არის საჭირო.

Libro Werde არის მაღალი ნდობის, დაბალი იერარქიის, დაბალი ძალა-დისტანციის საზოგადოება. ეს ხელს უწყობს ინფორმაციის დინებას და იდეების გაზიარებას. ეს კი თავისთავად ზრდის ინოვაციას და კონკურენტუნარიანობას. ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ ნებისმიერ თემაზე საუბარი, რადგან მათ ძალიან იშვიათად დასცინიან. საზოგადოებაში ხელს უწყობენ ახალ ბიზნეს და ტექნოლოგიურ წამოწყებებს. მარცხს დიდების ნიშნად მიიჩნევენ. ის პიროვნების მიღწევების სიას ემატება. ღირებული შემეცნებითი გამოცდილება და სიმამაცის ნიშანი. წარუმატებლობა არ არის სასირცხვილო.

Libro Werde-ში ბევრი აზროვნების სკოლა ვითარდება. ძირითადად მეცნიერებაზე დაფუძნებული აზროვნება დომინირებს. მეცნიერული შეხედულება არ არის დოგმატური. უცვლელი მტკიცე პარადიგმების ნაცვლად მცურავი ღუზის მეტაფორას იყენებენ. მცურავი ღუზა წარმოადგენს Libro Werde-ების საღი აზროვნების გზას. მცურავი ღუზის გრძელი ჯაჭვი უზრუნველყოფს მისი წვდომის არეში სწრაფ მოძრაობას. ის ანელებს წვდომის არის გარეთ მოძრაობას, მაგრამ არ კრძალავს მას. საღი აზროვნება სჯობნის, მაგრამ მეცნიერულად მიიჩნევა შეუცნობელისთვის ღიად ყოფნა.

Libro Werde დოვლათიანია, რადგან ძალიან ცოტა მშიერი ან ღარიბი მოსახლე ჰყავს. მათთვის ვისაც არ შეუძლია ჩვეულებრივი სამუშაოს შესრულება და მათთვის ვისაც თავიანთი ენერგიის სხვაგან მიმართვა სურთ, უსაბრთხოების ქსელი (კეთილდღეობის სისტემა) უზრუნველყოფს ძირითად საჭიროებებს და სამედიცინო დახმარებას. განათლების ხარჯებს საბავშვო ბაღიდან დოქტორობის ჩათვლით ფარავს სახელმწიფო. გაანათლების მასალები იმართება მაგრამ არ აქვს ცენზურა და მკაცრად არ კონტროლდება სახელმწიფოსგან. არსებული სისტემა ყველა ინდივიდს აძლევს საშუალებას, რომ თავიანთი ენერგია მიმართონ შემოქმედებისკენ და მენტალური აქტივობისკენ გადარჩენაზე ნერვიულობის გარეშე. Libro Werdeoid-ად იდენტიფიცირება არ გამორიცხავს სხვა თემებისა და ჯგუფების წევრობას.


2. ფსიქოსოციოლოგია

Libro Werde-ში საკვანძო მნიშვნელობა ჰქონდა ცვლილებას ცნობიერებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ Libro Werde-ში ძირითადი სოციალური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური ინიციატივები იმართება მოსახლეობის იმ ნაწილისგან, რომლებიც „განთავისუფლდნენ“. განთავისუფლდნენ აზროვნებაში და ეს მათი ცხოვრების გზაა. ეს არის გადამწყვეტი წვლილი მენტალურ და არამენტალურ დონეზე.

„განთავისუფლება“ ნიშნავს: „აზროვნების ძველებური გზის“, „ძველი საუბრების“, „ძველი სოციალური კონტრაქტების“ რომლებიც ათასწლეულების და საუკუნეების წინ არსებობდა, ხელოვნების ნიმუშებად დანახვა, რომლებმაც წარსულში თავისი მოვალეობა შეასრულეს. ზოგიერთი ძველებური რამ დღესაც გამოსადეგია. ზოგიერთი მომავალშიც გამოსადეგი იქნება, მაგრამ არ არსებობს ნოსტალგიის განცდა. „ძველი გზები“ ავტომატურად არ მიიჩნევა ნორმებად რომლისკენაც უნდა მივისწრაფვოდეთ.

Libro Werde არის გარდამავალ ფაზაში მყოფი სოციუმი და მოსახლეობა. ის ჰგავს შედარებით პატარა, ადრეული 21-ე საუკუნის დედამიწის ჩრდილოეთ ჰემოსფეროში არსებულ ეროვნულ სახელმწიფოს. პოლიტიკური-ეკონომიკური საფუძვლები არის ლიბერალ-დემოკრატიული, სოციალურ-დემოკრატიული, ან ტექნო-დემოკრატიული. რაც დამოკიდებულა პერსპექტივაზე.

· ინოვაციასა და ძველი გზების უკან დატოვებაში ფსიქოლოგიური საფასურია გადასახდელი. სიახლის შექმნა ნიშნავს ძველი სისტემის დანგრევას. ან ძველი სისტემის ნაწილების დაშლას. რწმენა ხისტ სისტემას წარმოადგენს და ფასეულობებს შეუძლიათ უსაბრთხოების და სტაბილურობის შეგრძნების მოტანა. მაგრამ ამის ფასი არის თავისუფლება. სიმყარისა და სიხისტის მიერ შექმნილი იოლი უსაბრთხოება არ ჰგავს ჩვილის ლტოლვას მშობლის ყურადღებისა და ზრუნვისთვის (ფიზიკური და მეტაფორული). მაგრამ სტაბილურობისა და ზრუნვის მიღებასთან ერთად ჩვილი მშობლების ახირებების წყალობის ქვეშაა. ადამიანმა უნდა აიტანოს იოლად დანებების ტკივილი, მარტივი ფსიქოლოგიური უსაბრთხოება, თუ მას უნდა იყოს თავისუფალი. თავისუფლად აღმოაჩინოს მისი პოტენციალი სამყაროში. ეს არის ფსიქოლოგიური ნახტომი, რომელსაც ბევრმა Libro Werdeoid-მა მიაღწია. სწორედ ამის გამოა შესაძლებელი უბნის დღევანდელ ფორმაში არსებობა.

· Libro Werdeoid-ების უმეტესობამ გაიარა სიხისტის, შეზღუდული სტილის სტაბილურობის სურვილის დათმობის პროცესი. მათ წონასწორობის ახალ სტადიას მიაღწიეს. ამ ახალ ბალანსში ისინი არ არიან დამოკიდებული დახმარებაზე გარე სამყაროდან (სახელმწიფოზე, საზოგადოების ტრადიციებზე, მშობლებზე, ან მსგავს ფაქტორებზე). ამის ნაცვლად ისინი საკუთარ თავს თავისუფალ ცნობიერ მსახიობად აღიქვამენ. ისინი აღარ არიან შეზღუდვებით სავსე მენტალურ სივრცეზე მიჯაჭვულები. ისინი გადაიქცნენ მეზღვაურებად და მყვინთავებად შესაძლებლობებით აღსავსე ოკეანეში.

· ზოგიერთი მათგანი წონასწორობის სტადიამდე ფილოსოფიის გზით მივიდა. სხვები ზენ მედიტაციით. ზოგიც უბრალოდ მის რაციონალურობას ხედავდნენ. ვიღაცეები უბრალოდ ინტელექტუალურად ცნობისმოყვარე ოჯახებში დაიბადნენ. ზოგიერთი განიცდიდა დევნას და დისკრიმინაციას. ზოგმა კი ტრამვის საშიშროება გამოსცადა, რამაც საბოლოოდ უბიძგათ სამყაროზე ახალი პერსპექტივაბით შეეხედათ. ზოგიერთს პერსონალური კრიზისის გავლა მოუწია და კრიზისიდან სხვანაირად აღიქვეს რაც სჭირდებოდათ ძველი ვალდებულებებისგან განთავისუფლებაში.

Libro Werde განვითარდა ისეთ საზოგადოებად, რომელიც აქტიურად გამორიცხავს ინერციას და ფხიზლადაა რომ არა საჭირო მემკვიდრეობით სისტემებს არ დაეყრდნონ. მეორეს მხრივ მემკვიდრეობითი სისტემები, რომლებიც კარგად ფუნქციონირებდნენ შეინარჩუნეს და კვლავ ძალაშია. არსებობს გადაწყვეტილებების მიღების რაციონალური პროცესი. გადაწყვეტილებების მიღების ასეთი პროცესი ითვალისწინებს რაოდენობას, გრძნობებს და ემპათიას.

გადაწყვეტილებების მიღებას და სოციალური და მენტალური ინერციის აღმოფხვრას დიდი ძალისხმევა სჭირდება. მაგრამ Libro Werdeoid-ები ფიქრობენ რომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მომავალისაკენ მთვარეულებივით არ მიეშურებოდნენ.

ადამიანის განვითარების პოტენციალი მრავალფეროვანია. ჩვეულებრივი ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების ენა ადეკვატურად ვერ აღწერს მომავლის გზების შესაძლებლობებს ადამიანის შემოქმედებითობის შეზღუდვის გარეშე. მაგრამ ადამიანის განვითარებაზე პროგრესული შეხედულება და ტრადიციების უარყოფა არ არის Libro Werde-ში ცხოვრების საწინდარი. შეხედულებების უმეტესი ნაწილი დაშვებულია. მრავალფეროვნება აღიქმება ინოვაციის გასაღებად. ასევე ბევრი პოლიტიკური და სოციალური კონსევატორები ცხოვრობენ Libro Werde-ში. ზოგიერთი ადგილობრივები არიან, ზოგი კი იმიგრანტები სხვა ოლქებიდან. მაგრამ Libro Werde-ეს წარმატების მიზეზი არის ინტელექტუალურ ცნობისმოყვარეობაში, დაუკმაყოფილებელ, ნაწილობრივ ნერვულ მოსახლეობაში. ისინი უსაბრთხოებას ექსპერიმენტებს ამჯობინებენ. ზოგიერთი Libro Werdeoid-ელი ტრანსჰუმანისტია, მაგრამ არა უმეტესობა. ისინი შეიძლება ავღწეროთ როგორც უბრალოდ ინოვაციის მოყვარულები.


3, ურთიერთთანამშრომლობის მოდელები

ჯგუფური მუშაობა (ან გუნდური მუშაობა) საერთო ინტერესების ფარგლებში მოქმედების ძირითად რეჟიმში. Libro Werdeian-ული საზოგადოების ფაბრიკა. ადამიანების მოვალეობები სამსახურში, ჯგუფებში და საზოგადოებაში შედარებით მოქნილი და დროებითია. საჭიროების სემთხვევაში ადამიანს შეიძლება ჰქონდეს რამოდენიმე მოვალეობა ერთდროულად და შეუძლია როლებს მონაცვლეობით ასრულებდეს.

ინკლუზიურობა Libro Werde-ში ნორმაა. ბევრ სხვა საზოგადოებაში ძირითადად კარებთან დარაჯი და გაძევება ჩვეული ფორმაა. ასეთ საზოგადოებებში ადამიანს უწევს დაამტკიცოს რომ ჯგუფის წევრობის ღირსია. Libro Werde-ში კი მისი წევრი ხარ თუ თავს წევრად გრძნობ. მაგარია იყო მისი წევრი, მაგრამ ასევე თავისუფალი ხარ აკეთო შენი საქმეები, იყო დამოუკიდებელი და სხვაგან იყო. შენს არჩევანს პატივს სცემენ.

ეს ტაქტიკა ჯგუფური ჩახუტებით არ იწყება. ლოგიკური ფაქტია რომ რაც უფრო მეტს მიიღებ, მით უფრო მდიდარი ხდება იდეები და რესურსები. მრავალფეროვნება და განსხვავებულობა ქმნის ახლის შექმნის შესაძლებლობას, ნაყოფიერ მეთოდებს, ინიციატივებს, აქტივობებს ტექნოლოგიებს და ბიზნესებს. ისინი განსაკუთრებით კარგად მუშაობს უმაღლესი განათლების ატმოსფეროში, ავტომატიზაციის მზარდ სივრცეში, და როდესაც ტექნოლოგია და შესაძლებლობები ბარაქიანია.

· კონკრეტული მაგალითი: Libro Werde აორგანიზებს ბევრ ჰაკათონს რომ წაახალისოს იდეები და კომბინაციები. წარჩინებულთათვის აქვთ ინიციატივები და გამარჯვებულებსთვის პრიზები. მაგრამ „წაგებულები“ არ არიან გრიყულები. მათი ინტერესი და ენერგია დაფასებულია და ყველას შეუძლია შეუერთდეს და საკუთარი წვლილი შეიტანოს მოგებული პროექტის განხორციელებაში, ან გააგრძელოს თავიანთი პროექტი. თითოეული ადამიანის წვლილი ერწყმის ერთმანეთს და გროვდბა შემდგომში კიდევ უფრო უკეთესი შედეგების მისაღებად. იდეები და ცოდნა არასდროს არ იკარგება. პირიქით შექმნილი ცოდნა იწერება, იხვეწება და კომბინირდება. ინფორმაცია უბრთხილდებიან. ყოველთვის ზრუნავენ რომ არ მოხდეს ინფორმაციის ცენზურა და მითი მანიპულირება.

ძირითადად რაც კარგად მუშაობს არის უფასო და აქტიურად აზიარებენ. საუკეთესო მეთოდები არასდროს არ არის გასაიდუმლოებული ადამიანების ვიწრო წრეში. ამის ნაცვლად შედეგები და ხერხები ყოველთვის გაზიარებულია, იმიტომ რომ „ნამცხვარი“ უფრო გაიზრდება ყველასთვის, ინფორმაციის ორღობეში მოქცევის ნაცვლად. (კონკრეტული მაგალითი დაემატება აქ)
სხვადასხვა ინტერესების მქონე ჯგუფებს ეხმარებიან ჯგუფური სამუშაოების და სხვა საორგანიზაციო საშუალებებით, რომ საკუთარი აქტივობების ორგანიზება შეძლონ. (კონკრეტული მაგალითი დაემატება აქ)

სხვადასხვა ინტერესების მქონე ჯგუფებს ასევე ეხმარებიან გაერთიანებაში. ისინი ვინც ხედავენ სარგებელს ყველაფრის კოორდინაციაში, თავისუფლები არიან რომ შეუერთდნენ უფრო დიდ ორგანიზმებს (ჯგუფებს).(კონკრეტული მაგალითი დაემატება აქ)

კონკრეტული საშუალებები

დავალებების ორგანიზება
მომსახურეობის დიზაინის მეთოდები გამოიყენება საზოგადოების სხვადასხვა დონეზე თანამშრომლობის გასამარტივებლად. დიდი მიზნები და დიდი პროექტები შესაძლებელია დაიყოს უფრო პატარა დავალებებად. მიკრო-დავალებებადაც კი. არსებობს რამოდენიმე პრაქტიკული საშუალება, მეთოდი და სერვისი, რომლებიც მუდმივად გამოიყენება და ვითარდება. ეს მუშაობის პროცეს დინების საშუალებას აძლევს, სადაც ცოდნით ინტენსიური მუშაობა ეფექტურადაა დაყვანილი მცირე ამოცანებამდე.

შენატანები და ეკონომიკა
ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი დრო და შესაძლებლობები უფასოდ შესთავაზონ. ამ შემთხვევაში მათი ჯილდო უბრალოდ სასარგებლო და დიდის შექმნაში მონაწილეობა და ჩართულობაა. მათი სახელები ან მეტსახელები მოიხსენიება მონაწილეებში. ან მათ ასევე შეუძლიათ აირჩიონ მიიღონ კრედიტი, ჟეტონების სახით. ჟეტონები შეიძლება იყოს გამოყენებული ნივთების ან მომსახურეობის შესაძენად. ჟეტონები შეიძლება ითხოვონ ან ათხოვონ. კონტრიბუციების და ჟეტონების საერთო სია ინახება. სისტემის დასაცავად არსებობს რამოდენიმე ასლი. ეკოომიკაში ჟეტონების სისტემა თანაარსებობს და ავსებს ტრადიციული ფულის სიტემას. (ამასთან დაკავშირებით უფრო მეტი წერია მეორე ნაწილში)

დელეგირება
გამოიყენება საქმის დელეგირების მეთოდები და პასუხისმგებლობა. არსებული მეთოდები მუდმივად ვითარდება. მეთოდები ითვალისწინებენ პერსონალურ ფსიქოლოგიას და მოტივაციას, ასევე ჯგუფურ დინამიკას. ამოსავალი სიტყვაა გაძლიერება. ადამიანები ძირითადად პასუხისმგებლობის, ნდობის და ავტონომიურობის მიხედვით არიან დელეგირებული. არ არსებობს ბრძანებებით და ძალადობით კონტროლი. ნდობას მოაქვს ნდობა, სპონტანური წვლილი შეაქვს თემში და მოძრაობაში მოჰყავს მაღალი ნდობის მქონე საზოგადოება.

მარყუჟები და დროის აღრიცხვა

Libro Werde-ში დროც გათვლილია. დიზაინის მეთოდები გამოიყენება ციკლური აქტივობებისა და ციკლური მუშაობის შექმნაში. ეს იძლევა საპასუხო მუშაობის გრაფიკს. გარედან დამკვირვებლისთვის Werdoids-ები თავის საქმეში არაზუსტად და ცუდად ორგანიზებულად გამოიყურებიან. მაგრამ ეს გაცნობიერებული არჩევანია. შესაძლებლობები ღიაა და ყველაფერი თავისუფალია. ეს იმისთვისაა რომ ყველაზე შესაფერისი და ეფექტური გადაწყვეტები ორგანულად წარმოიშვას.

Libro Werde-ეს ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველი პარადიგმაა მარყუჟი. პირდაპირ წინსვლის მაგივრად პირდაპირი ხაზის გაგრძელება მომავალში. ხშირად , ყველა სახის აქტივობებში იქმნება, გამოიყენება უკუკავშირის მარყუჟები და გამეორებები. ეს აისახება Werdoid-ების სიტყვაში „პროექტი“.

· სიტყვე პროექტის ფუძეა ლათინურ სიტყვა proicere-ში, „ქმედებამდე“, შემდეგ მოდის pro -, რაც აღნიშნავს უპირატესობას. ზოგჯერ ის დროში უსწრებს და iacere, „to do“. სიტყვა „პროექტი“ რომელიც თავდაპირველად ნიშნავდა „ქმედებამდე“. (ვიკიპედია)

· Libro Werde-ს ლექსიკონით პროექტის შესაბამისი სიტყვაა dumject. მისი ლათინური ფუძეა dum, რაც ნიშნავს „განმავლობაში, პროცესს რაღაცამდე“, და „to do“ მაშასადამე „ქმედების დროს“.
გამეორებადობა და მარყუჟები არ ნიშნავს დაბრკოლებას და ნელ პროგრესს. ეს არის თავისებური გზა საქმეების პირველ ჯერზე სწორი გზით გასაკეთებლად. და სადაც პრობლემები და შეცდომები იჩენენ თავს dumject-ის თვითკორექტირებადი სისტემა ერთვება. ის პროგრესს აღწევს სამ განზომილებაში. ეს არ არის ორგანზომილებიანი წრე, რომელიც საწყის წერტილს უბრუნდება.

ინტერესების შეჯერება და მცირეოდენი ისტორია
Werdoids-ებმა შექმნეს მასიური სისტემა, საზოგადოებრივი ინტერესები და მიზანი. ასევე სხვადასხვა ფორუმები სადაც მათი ენერგიები და აქტივობები სწორედაა მიმართული. დისკუსიების ფორუმები და ცოდნის ბაზები ერთადაა შერწყმელი მომხმარებლისთვის იოლად აღსაქმელი სტრუქტურით (ან მოქნილი კლასტერით) შემადგენლობითა და ინტერფეისით.

სისტემის ადრეული ვერსია რადიკალურად ღია იყო (გარემოსთვის) დისკუსიების პლატფორმები თავისუფლად ეფუძნებოდა მსჯელობის სიტემებს. ეს პლატფორმები იყო „ინტერნეტში“ (ინტერნეტი იყო გლობალური კომუნიკაციის სიტემა, რომელიც ტრადიციულად მიღებული იყო და დაიწყო ძველ 410227200 Werdoid დროს).

ეს „ინტერნეტ“ დისკუსიების პლატფორმები აყვავდა პლანეტა დედამიწაზე, წარმატების სხვადასხვა დონეს მიაღწია. ზოგი სტარტაპ მეწარმეებმა და კორპორატიულმა ბიზნესებმა შექმნეს. სხვები მარჯნის მსგავსად სხვადასხვა საკითხებისგან, პროექტებისგან და კომუნიკაციებისგან წარმოიშვა. მათ თავი სხვადასხვა გზით და სხვადასხვა დროს მოიყარეს და შემდეგ ისევ გაქრნენ. ზოგჯერ მხურვალე ქმედებები და დებატები აღინიშნებოდა ფორუმებზე და ზოგჯერ გრძელი წყნარი პერიოდები.

წარმატების მთავარი გასაღები ფიზიკური მანძილის აღმოფხვრაში იყო, და განსაკუთრებით ღიად ყოფნასა და გამჭვირვალეობის არჩევანში. თემების საუკეთესო გაერთიანებები იქცნენ მონაწილეებისთვის მნიშვნელობის შემქმნელებად. მონაწილეებს და შემქმნელებს შეეძლოთ თავიანთი ცნობისმოყვარეობის, გაძლიერების და თემის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

ამავდროულად თემებმა უკეთესი საზოგადოების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს. რამოდენიმე მიმართულებით, სადაც ტრადიციულმა მმართველობის ფორმებმა ვერ შეძლეს. ღიად ყოფნამ და რადიკალური გამჭვირვალობამ უზრუნველყო ინტერნეტში ხილვადობა. უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთო აქტიურად, მიუხედავად იმისა რომ თემები ძლიერ ინტელექტუალურ ჩართულობას მოითხოვდა. უფრო დახურული ონლაინ თემები გაიფილტრა.

ამ თემების მონაწილეები და შემქმნელები მიხვდნენ, რომ ღია მიდგომა შეეძლოთ უფრო მაღალ დონეებზე აეტანათ. მათ შექმნეს ახალი შეთავაზება. ის მოიცავდა ნებისმიერი გამოსადეგი ან საინტერესო ადამიანთა ჯგუფისთვის მსგავსი ფორუმის შექმნას, მათთვის ვისაც სურდა ასეთი ფორუმის ქონა. მათ ასევე ასწავლეს როგორ შეექმნათ თემი პლატფორმაზე და როგორ ემართათ. ექსპლუატირების სერვისი. გასართობი ნაწილიც კი, თამაშების და სასიამოვნო აუდიო-ვიზუალური მასალის ინტეგრაცია მოახდინეს. ამ კომბინაციამ სერვის დიდი წარმატება მოუტანა.

ამ გზით შექმნილი სხვადასხვა ფორუმები ერთმანეთთან უფრო ახლოს თანამშრომლობდნენ. ეს მიღწეული იქნა ფორუმებზე მსგავსი ტექნიკური გადაწყვეტებით. მომხმარებლებს ანგარიშის სხვადასხვა პლატფორმებზე გაზიარება შეეძლოთ. ადამიანს შეეძლო სისტემაში დარეგისტრირება და მისთვის მისაწვდომი ხდებოდა სხვა პლატფორმები და ფორუმები.

ინფორმაციის დინება უფრო ეფექტური და დროული გახდა და ადამიანებიც უფრო მეტად ჩაერთნენ სისტემაში. კონფლიქტებსაც ჰქონდა ადგილი და არსებობდნენ ჯგუფები რომელთა ინტერესები და ფასეულობები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მთლიანობაში სისტემა იქცა ინოვაციების და შემოქმედების აყვავების ქსელად. მას ასობით დიდი და პატარა კვანძი ჰქონდა მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ინტერესები და აქტივობები ეფექტურად განსაზღვრული გზით იყო გაერთიანებული, ხანდახან, საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს დონეზე გადაწყვეტილებების მიღებაშიც კი იყვნენ ჩართული.

ამ თავისუფალი თემების შთამომავლებმა დაარსეს Libro Werde.

(გაგრძელება იქნება) წინასწარ დაფორმატებული ტექსტი.

მეორე ნაწილი:
ინდივიდუალური და კოლექტიური ქმედებების დინამიკა
ეს ნაწილი მოგვითხრონს იმაზე თუ როგორაა Libro Werde-ში ორგანიზებული ინდივიდუალური და შემოქმედებითი კოლექტიური ქმედებები. ხემისაწვდომია სხვადასხვა მეთოდები და კონცეპტები, უფრო მეტი კი კვლევის საგანია.

თემების კოლექტიური განხილვა და ქაოსის გამოყენება
· „მომენტის სიბრძნე“, „გონების გამობრწყინება“ და „ინტუიცია“, ყოველივე ეს არის მომენტის დაჭერის მცდელობების სახელები. ხედვაზე და გაჭრიახობაზე ფოტოს გადაღების მცდელობა. ამ მხრივ Werdoid-ები კარგები არიან. მთ აქვთ თავიანთი მეთოდოლოგია და შეძლეს დაეხვეწათ თემების კოლექტიური განხილვების გზები. მათი მიზანია გამჭრიახობის ამ მომენტებს მიაღწიონ, დააფიქსირონ და დაჩაიწერონ ის. როდესაც ხედვა იბადება და იწერება, შემდეგ ისინი მუშაობენ ამ ხედვის მისაღწევად, ე.ი. „ბექქათინგი“.

ადრეული Werdoid-ები მიხვდნენ რომ მათ ახალი ტექნოლოგიები ჰქონდათ („ინტერნეტი“ და ტექნოლოგიების ტალღა რომელიც მისგან წარმოიშვა), რომლებმაც შეძლეს დისტანციის დაძლევა. ასევე ნაწილობრივ დროის დაძლევა, რადგან ბევრი დავალების შესრულება მომენტალურად გახდა შესაძლებელი, როდესაც წარსულში დღეები და კვირებიც კი სჭირდებოდა. (მაგ.: „ელექტრონული წერილი“ ფიზიკური „საფოსტო წერილი“-ს ნაცვლად).

ღია, ნდობით სავსე და დაბალი რისკის მქონე ელექტრონულ საზოგადოებას აქვს „ცაში მოტივტივე“ უსაზღვრო რესურსები. ამ რესურსების გამოყენება უფასოდ ან თითქმის უფასოდაა შესაძლებელი. ნებისმიერს ვისაც შესაბამისი განათლება და შეგნება აქვს შეუძლია გამოიყენოს. ან თუ აქვს გამოცდილება რომ შეარჩიოს ელემენტები და მოახდინოს მათი კომბინირება.

მას შემდეგ რაც ელექტრონული კომუნიკაციები და გამოთვლითი ტექნოლოგიები ფართოდ ხელმისაწვდომი გახდა, მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ წარსულის პარადიგმებში და მეტაფორებში არსებობდა. გასული საუკუნეც კი: ქარხნები, სასახლეები, ძალაუფლების იერარქიები (ენთ რეგენენირებული და განმტკიცებული), ფეოდალური სისტემები და ა.შ.

ძირითადად საზოგადოება და სამყარო აღიქმებოდა, როგორც დიდი, მონოლითური მასა და სფერო: ადამიანები განსხვავდებიან ცხოველებისგან, კაცები განსხვავდებიან ქალებისგან, ჭკვიანები განსხვავდებიან სულელებისგან, ცოცხალი არსებები რადიკალურად განსხვავდებიან უსულო საგნებისგან, ქალაქი განსხვავდება სოფლისგან, ერთი სამუშაო გამოყოფილია მეორესგან, პროდუქცია განცალკევებულია ინოვაციისგან, მეცნიერების განხრები მკაფიოდ განსხვავდება ერთმანეთისგან და ა.შ.

გრანულარული სტრუქტურა
ადრეულმა Werdoid-ებმა აღმოაჩინეს, რომ ნივთების და სფეროების რადიკალური დაყოფა ჯგუფებად ინტელექტუალურ სიზარმაცეს წარმოადგენდა. მათ სამყაროს უფრო გრანულარული ხედვის ადაპტაცია მოახდინეს.

· ფილოსოფიურ დონეზე ეს ყველაფერი მიდის წყვეტილის და უწყვეტის პარადოქსამდე. რა არის ნებისმიერი რამის უმცირესი ნაწილაკი, და რა არის მაქსიმალური გრანულა? არსებობს თუ არა დონეები და სპექტრი ნივთებში, თუ გარკვეული ნივთები აშკარად განცალკევებულები და განსხვავებულები არაიან ერთმანეთისგან (ანუ გამოყოფილი)? ეს ასევე შეიძლება გამოითქვას შემდეგი კითხვით, სად შეიძლება გავუსვათ ხაზი საიდანაც ფენომენი გარდაიქმნება სხვა ფენომენად? რომელი სიხშირის ტალღაზე ხდება ყვითელი მჭვანე, ან სტაფილოსფერი წითელი? რას ვაკეთებთ მაშინ, როდესაც სხვადასხვა სიხშირეები და ფერები ირევა, რას დავუძახებთ?
პრაკტიკულად ორიენტირებულმა, მაგრამ ასევე სულელმა Werdoid-ებმა იციანი ფილოსოფიური შედეგები, მაგრამ ასევე ხედავენ კონკრეტულ სარგებელს ქმედებებში გრანულარულობის გაზრდაში.

Werdoid-ები კარგები არიან თავიანთი სამუშაო რეჟიმის გაუმჯობესებაში და მუდმივად იკვლევენ თუ როგორ გააუმჯობესონ მეთოდოლოგია. ისეთი საშუალებების გამოყენებით როგორიცაა დინებით მუშაობის დიზაინი, სერვისის დიზაინი და დროის დიზაინი. შემოქმედებითი და პროდუქტიული ენერგიები შეიძლება ეფექტურად იქნას გამოყენებული.
როგორც წესი, Libro Werde-ები გამოარჩევენ მუშაობის ორ რეჟიმს: მენეჯერის რეჟიმი და გამკეთებლის რეჟიმი.

მენეჯერის რეჟიმი ძირითადად შედგება მოკლე , ინტენსიური ფიქრისგან, კომუნიკაციისგან, გადაწყვეტილებების მიღებისგან და მსგავსი აქტივობებისგან. მას მენეჯერის რეჟიმი იმიტომ ჰქვია, რომ ის გადატვირთული პროექტის მენეჯერის საქმიანობას წააგავს: სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, გაგრძელება და სხვა პრობლემის გადაჭრა, შემდეგ მომდევნო და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ტერმინი „მენეგერის რეჟიმი“ მარტო შესრულებულ სამუშაოსაც ეხება. აუცილებლობას არ წარმოადგენს ადამიანების მართვასთან კავშირი, არამედ დიდი რაოდენობით დავალებებთან გამკლავება.

გამკეთებლის რეჟიმი მოიცავს ერთი საქმის კეთების დიდ დროის მონაკვეთებს, უფრო ნელა აზროვნებას, მშვიდად არჩევას, კონცენტრაციულობას. ასეთი ტიპის მუშაობა აუცილებელი და გამოსადეგია ღრმა ანალიტიკური და შემოქმედებითი სამუშაოს შესასრულებლად.

როგორც წესი მიკრო დავალებების შესრულება მუშაობს მენეჯერის რეჟიმში, როდესაც სწრაფი აზროვნება და გამოცდილებაზე დაფუძნებული ქმედებებია საჭირო. როდესაც წესები აშკარაა. მიკრო დავალებების შესრულება Libro Werde-ში გამოიყენება ეფექტური ეკონომიკისთვის. რომელიც არ ჰგავს უხეში ფიზიკური პროდუქციის ხაზს. Werdoid-ების შემოქმედებითი პროდუქციის სისტემა საინტერესო და კმაყოფილების მომგვრელ მინი დავალებებს ანაწილებს მონაწილეებზე. ეს კეთდება მორგებული, ინტელექტუალური სისტემის საშუალებით, რომელიც სწავლობს და აბალანსებს. ვირტუალური ჯგუფები, გუნდები ერთად იკრიბებიან რომ აკეთონ.

ხანდახან მათ ჰყავთ მენეჯერი, ხანდახან კი დამოუკიდებლად აკეთებენ. ტექნოლოგია გამოიყენება საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ არ წარმოადგენს მთავარ საყრდენს. Werdoid-ებმა აღმოაჩინეს რომ ონლაინ და ოფლაინ ჰიბრიდული ადამიანურ-ტექნოლოგიური სიტემა ეფექტურია. ზოგჯერ კალამი და ფურცელი საუკეთესო გადაწყვეტილებაა, ზოგჯერ კი უბრალო აპი, რომელიც იტვირთება ნერვულ სისტემაში. მაგრამ უფრო ხშირად არის რეაქციული ტექნოლოგიის და ადამიანის ნაზავი, რომელსაც საუკეთესო მუშაობის დინება და შედეგი მოაქვს.
ჯგუფის წევრებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი ჩართულობის დონე, რომ განმეორებად პატარა სამუშაოებში არ ჩაიკეთონ. როდესაც მსგავს სამუშაოებში უნარებს გამოავლენენ, ჰიბრიდული სისტემა მათ საშუალებას აძლევს რომ დონე აიმაღლონ, რომ უფრო დიდი და კომპლექსური დავალებები შეასრულონ.

სიტუაციის მიხედვით ნებისმიერი დავალების შესრულება ჯილდოვდება ვირტუალური კატეგორიებით (როგორც დონეები თამაშში), ფულით ან ჟეტონებით, რომლებიც ფულის მსგავსია, მაგრამ უფრო გამოიყენება თვითგანვიტერებაში ან პროექტის განვითარებაში ინვესტირებისთვის. იმიტომ რომ შესაძლებებია სხვა Werdoid-ების ხარისხიანი მენტალური სამუშაოს ჟეტონებით შეძენა და ისინი ვალდებულები არიან და ასევევ მოტივირებულები რომ სამუშაო ხარისხიანად შეასრულონ. უმაღლესი ხარისხის განათლების დონით წყვილდებიან და კვლავ აგრძელებენ სწავლას, Werdoid-ების მიკრო დავალებების სისტემა წყალივით მუშაობს.

გრანულარულობა ასევე გულისხმობს სივრცის ეფექტურ გამოყენებას. საზღვრები შედარებით მონოლითურ სფეროებში როგორიცაა სახლი, მაღაზია, რესტორანი და ოფისი ბუნდოვანი ხდება. დიახ, კერძო სახლები არსებობს, მაგრამ ნდობის მაღალი ხარისხის მქონე საზოგადოება ამჯობინებს სივრცის უფრო ეფექტურ გამოყენებას. ადამიანები უფრო სანდო და მიმნდობები არიან და ჩვეულებრივად ხდება სახლის ნაწილების გაზიარება. მუდმივად პრაქტიკული და ცნობისმოყვარე Werdoid-ები ამას ხედავენ როგორც კომუნიკაციის შერბილების კიდევ ერთ შესაძლებლობას და ადამიანებს აძლევს შესაძლებლობებს ერთმანეთთან იურთიერთობონ და ინოვაციების წარმოქმნას შეუწყონ ხელი.

ოფისები, რომლებშიც უქმად იჯდნენ სამუშაო საათების მიღმა გადაიქცნენ მრავალფუნქციურ სივრცეებად რომლებიც სრულიად გამოიყენება როდესაც სამუშაოს მიზნით არაა ხმარებაში. ბევრი სივრცე მრავალფუნქციურია და სამუშაო ოფისმა დაკარგა მსიი მნიშვნელობა. რათქმაუნად ზოგიერთი ბიზნეს საიდულოებების და კონფიდეციალურობის საკითხები წამოიჭრება გაზიარების გამო, მაგრამ სივრცეები ისეა განაწილებული რომ ეფექტურად გამოიყენება. აკრძალული სივრცეები მინიმუმამდეა შემცირებული და კარგადაა დაცული, რომ სივრცის გაზიარება მინიმალური რისკით მოხდეს.

გრანულარულობის კიდევ ერთი ასპექტია დროის ეფექტური გამოყენება, რაც გავლენას ახდენს საკუთრებაზე, რადგან რესურსის გაზიარება ბევრად ეფექტურია ვიდრე ქონა.
· უხეში მაგალითი: ადამიანს შეუძლია დაზოგოს საკუთარი დრო ხელსაწყოების მუდმივად თან ქონაში, მაგრამ ხელსაწყოები შეიძლება გამოუყენებელი იყოს დროის 80%-ის განმავლობაში. სამაგიეროდ თუ ხელსაწყოები ხუთ ადამიანს აქვს გაზიარებული ეფექტური დროის განაწილებით, ინსტრუმენტები 100% გამოიყენება ხუთი ადამიანის მიერ. მაგრამ თუ გვინდა რომ მესაკუთრე ვიყოთ გვაქვს ხელსაწყოების ხუთი ნაკრები რომლებიც მხოლოდ 20%-ითაა ხმარებაში, რაც იმას ნიშნავს რომ ოთხი ხელსაწყოების ნაკრები 100%-ით გამოუყენებელი დევს.

ეფექტური დამუშავება მიიღწევა როდესაც მიზეზები და ლტოლვა კარგადაა დარებულირებული. დარეგულირებაში Werdoid-ები არ გულისხმობენ შევიწროვებას და მკაცრ მიმართვას, არამედ სისტეას რომელიც ჯანსაღ ბალანსს უზრენველყოფს. დინება შეიძლება იყოს შექმნილი. ჩვენ უფრო მეტი ტვინის მოცულობა შეგვიძლია გამოვიყენოთ მარყუჟების ეფექტური დაგეგმვით. აქტიურობა და დასვენება (მაგალითად გავწვრთნათ ჩვენი გონება რომ შეასრულოს ქვედავალებები „პროგრამები“).

მიზნების ძალადობრივი ქმედებებუთ მიღწევა პრობლემის მოკლევადიანი გადაწყვეტაა. მაგრამ ჭკვიანური და ეფექტური გზაა დავალებაზე მსუბუქად მიდგომა, თავის დანებება და მოგვიანებით ახალი ხედვით უკან დაბრუნება.

რაიონში მუდმივი სწავლა მიმდინარეობს, ადამიანებმა იციან და შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი საქმიანობის სხვადასხვა რეჟიმი, როგორიცაა „მენეგერის რეჟიმი“, „გამკეთებლის რეჟიმი“ და ა.შ. თითოეულმა ადამიანმა იცის საკუთარი ემოციები, და მათ ვისაც პრობლემა აქვთ შეუძლიათ სასწავლო კურსი გაიარონ.

თითქმის სისხლდენამდეა Werdoid-ების ცხოვრების დიზაინის კვლევა, სადაც სამსახური შექმნილია ადამიანის ფიზიკური და ემოციური რეაქციების გათვალისწინებით რის შედეგადაც შედეგი აქტიურად მოედინება და მუშაობა ემსგავსება მედიტაციას.

· სამუშაოს შემდეგ დასვენების საჭიროების მაგივრად, სამუშაო პროცესი ხდება აღმდგენი და მკვებავი მომუშავე ადამიანისთვის. ისინი სამსახურიდან უფრო ენერგიულები, დასვენებულები და გამოცოცხლებულები გამოდიან, ვიდრე სამსახურამდე იყვნენ. ამ სისტემის სხვადასხვა ვარიაციაში კომუნიკაცია ადამიანებს, ჯგუფებს, გუნდებს და სისტემას შორის შემუშავებულია როგორც სისტემა, მაგრამ მიუძღვება ბუნებრივად. ასე ჯგუფური მუშაობა ერთდროულია და ხელოვნების ნიმუშს ჰგავს რაც სასიამოვნო პროცესს წარმოადგენს. მონაწილეობითი წარმოდგენის ხელოვნება. ის ერთდროულად არის ეფექტური, პროდუქტიული და შემოქმედებითი.

(გაგრძელება იქნება)